18 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
შეუთანხმებლობა საარჩევნო სისტემაზე - უცხოელი პარტნიორები მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ  

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში განხილვები გრძელდება - "ქართულ ოცნებაში" მოლაპარაკებები გუნდის შიგნით მიმდინარეობს.

ე.წ ამბოხებული დეპუტატების ნაწილი ისევ იმ აზრზეა, რომ თუ გუნდში 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ წესზე გადასვლაზე ვერ შეთანხმდებიან, აზრი საზოგადოებას უნდა ჰკითხონ.

ე.წ ამბოხებული დეპუტატების და "ქართული ოცნების" უმრავლესობის ნაწილის დაპირისპირებას მმართველი გუნდის ყოფილი წევრები ფარსს უწოდებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ნებისმიერი მცდელობა "ქართულმა ოცნებამ" ისევ საკუთარ ინტერესებზე მორგებული სისტემა შეიმუშაოს, განწირულია.

"ევროპული საქართველო" ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სიცრუეში ადანაშაულებს. გიგა ბოკერია ამბობს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ე.წ გერმანული მოდელი კონსტიტუციას შეესაბამება და ეს პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმაც დაადასტურა.

მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე და მმართველი პარტიის მიერ ნდობის დაკარგვაზე საუბრობენ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი და დეპუტატებიც.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მესამე რაუნდის კონკრეტული შედეგით დასრულებას ელოდება საქართველოში ევროკავშირის ხელმძღვანელი.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდში ჩართვას ითხოვენ "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები, რომლებმაც მმართველი უმრავლესობის რიგები, სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის გამო დატოვეს.

 

ავტორი: ქეთი ზანთარია 

დღის ამბები