"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის შეფასებით, დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევამ აჩვენა, რომ ივანიშვილს სურს მორჩილი მართლმსაჯულება, რომელიც მის დაკვეთებს შეასრულებს. კახიძის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟის შემდეგ საზოგადოებისთვის მთავარი გამოწვევა სწორედ სასამართლო რეფორმა იქნება.
"ივანიშვილს სურს მორჩილი მართლმსაჯულება, სურს მართლმსაჯულება, რომელიც მის დაკვეთებს, მათ შორის კორუფციულ დაკვეთებს შეასრულებს, მას სურს პირადი იურისტები უზენაეს სასამართლოში, რომელთაც გაყალბებული დოკუმენტები აქვთ. ეს არ არის გზა, რომელიც რაიმე წარმატებას მოუტანს საზოგადოებას, ჩვენ ასეთი მართლმსაჯულება არ გვჭირდება, ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟის შემდგომ ჩვენი საზოგადოების მთავარი გამოწვევა იქნება სასამართლო რეფორმის დაწყება," - განაცხადა ოთარ კახიძემ.