18 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად იმოქმედეს

პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებული ბრალდებები მმართველი გუნდის წევრებისთვის მიუღებელია.

"ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ მათ კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად იმოქმედეს, რადგან როდესაც დეპუტატის მიმართ გამოდის გამამტყუნებელი განაჩენი და ის კანონიერ ძალაშია შესული, ეს ნიშნავს იმას, რომ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება.

"ნიკა მელიას საკმაოდ მძიმე ბრალდებები ჰქონდა, ასე რომ მისი აქტივობები არაფერ შუაში არ არის. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რეგლამენტის მიხედვით, როდესაც ადამიანი ბრალდებულია, ავტომატურად წყდება უფლებამოსილება," – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი ამბობს, რომ კანონი ნანონიერ ძალაში იყო შესული და თუ ნიკა მელია მესამე ინსტანციაში გამართლდება, ენძელა მაჭავარიანი მის პარლამენტში დაბრუნებას მხარს დაუჭერს.

"კანონი იყო ძალაში შესული. მოიცადოს მისმა გუნდმა და არ წარმოადგინოს ახალი კანდიდატურა.  თუ გამართლდება მესამე ინსტანციაში, მე სიამოვნებით დავუჭერ ნიკანორ მელიას დარბაზში დაბრუნებას მხარს," - აღნიშნა ენძელა მაჭავარიანმა.

დღის ამბები