18 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
მმართველი გუნდის მოთხოვნა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ - დიმიტრი ხუნდაძე ინიციატივას იზიარებს  

მმართველი გუნდის ინციატივას საკონსტიტუციო ცვლილების მიღებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი არჩევნები შერეული პრინციპით ჩატარდება, ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე იზიარებს.

დიმიტრი ხუნდაძისთვის მისაღებია ის ვარიანტი, რომელსაც მმართველი გუნდი სთავაზობს. მისი თქმით, თუ  ასეთი ცვლილებები მართლაც მოხდება, ამ შემთხვევაში, მაჟორიტარები საკუთარ ინიციატივას, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, შეაჩერებენ.

"ჩვენ ვითხოვდით იმ სახიფათო ჩანაწერის გასწორებას, საკონსტიტუციო ჩანაწერს ვგულისხმობ, რომელიც ხელს აძლევს, რომ შეიქმნას არასტაბილური გარემო საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის შემდგომი არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით. შემდგომ ნიშნავს, რომ ეს შესაძლოა იყოს ვადამდელიც და ასევე, ეს ჩანაწერი ახალისებს დესტრუქციულ ძალას, რომელიც ქუჩას არ ტოვებს და მუდმივად ცდილობს, დაძაბულობაში ამყოფოს ქვეყანა და საზოგადოება," - განმარტავს დიმიტრი ხუნდაძე.

შეგახსენებთ, მმართველი პარტია  ისეთ საკონსტიტუციო ცვლილებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი არჩევნები შერეული პრინციპით ჩატარდება. 

 

დღის ამბები