ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ხელისუფლება გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმეს კერავს და მტკიცებულებების სრული წარდგენა არ ხდება.
"გამომძიებელი აცხადებს თურმე, რომ მას არ აქვს უფლება ამოიღოს ჩანაწერები, თითქოს ამას კანონმდებლობა უკრძალავს, ჩანაწერები არ წარმოადგენს ფარული თვალთვალის ღონისძიებას, ამითი უნდათ, რომ ის მტკიცებულებები არ დაედოს საქმეს, რომელიც ძიუდოისტის მხრიდან დანაშაულის ჩადენას დაადასტურებს," - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ალექსანდრე ბარამიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, საქმეები რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ იყენებს, რეალურად ვერაფერს შეცვლის და პროტესტი არ გაჩერდება.