18 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პარტიები ცდილობენ, პოლიტიკოსის სტატუსს ამოეფარონ

ხელისუფლების ოპონენტების ბრალდებას, რომ ოპოზიციის მიმართ ხელისუფლება დევნას ახორციელებს, თეა წულუკიანი გამოეხმაურა.

წულუკიანის თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ცდილობენ, დანაშაულის ჩადენის შემდეგ პოლიტიკოსის სტატუსს ამოეფარონ.

"მე ვერავითარ დევნას ვერ ვხედავ. მეშვიდე წელია "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პარტიები ცდილობენ, რომ პოლიტიკოსის სტატუსს ამოეფარონ, მაშინ როდესაც ჩადენილი აქვთ სავარაუდო ან დადასტურებული დანაშაული," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები