18 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
მთავარი დანიშნულება არის მორჩილება და არა პროფესიონალიზმი - რომან გოცირიძე

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საუბრობს. გოცირიძე დარწმუნებულია, რომ კონკრეტულ პირს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის მაინც ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი იქნება.

"ნებისმიერ კანდიდატურა, რომელიც იქნება განხილული პროკურატურაში, ნებისმიერ ძალოვან სტრუქტურაში, მათ შორის სასამართლოს მაღალ ინსტანციებში, ეს უნდა იყოს პირადად ივანიშვილის მორჩილი კადრი. მთავარი დანიშნულება არის მორჩილება და არა პროფესიონალიზმი და ქვეყნისადმი სამსახური," - აცხადებს რომან გოცირიძე. 

შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძემ უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა. 

 

დღის ამბები