18 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
"ქართული ოცნება" დარჩენილია რამდენიმე ათასი იძულებით ჩამოყვანილი საჯარო მოხელის იმედად - გიორგი ვაშაძე

"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებისთვის "ქართულ ოცნებას" საჯარო მოხელეები რეგიონიდან იძულებით ჩამოჰყავს.

"ქართული ოცნება" დარჩენილია რამდენიმე ათასი იძულებით ჩამოყვანილი საჯარო მოხელის იმედად, ყველამ ხომ იცის, რომ მეხანძრეები აღარ დატოვეს რეგიონებში და ღმერთმა დაგვიფაროს, სადმე ხანძარი მოხდეს, ალბათ, ხანძრის ჩამქრობი არავინ იქნება.

აღარ დატოვეს სასწრაფოში მომუშავე ექიმები და მასიურად მოჰყავთ თბილისში. კიდევ კარგი, რომ დღეს სწავლა არ არის, თორემ დღეს მოსწავლეები დარჩებოდნენ გაცდენილი გაკვეთილებით. დასასუფთავებელი თუ რამე გახდა, იცოდეთ, დღეს ვერავინ გაიტანს რაიონში იმიტომ, რომ დასუფთავების სამსახურის ყველა თანამშრომელი ჩამოყვანილია.

თუ საზოგადოებრივი მართლწესრიგი იქნა სადმე დასაცავი, ვერავინ დაიცავს იმიტომ, რომ ყველა ჩამოყვანილია თბილისში. ეს არის "ქართული ოცნების" მხრიდან უნიათო მცდელობა, აჩვენოს, ვითომ ვინმე უჭერს მხარს", - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები