18 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
ცქიტიშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგს მნიშვნელოვნად მიიჩნევს

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგს მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი იძლევა იმედს, რომ პროცესები მალე ისევ საპარლამენტო და საქმიან გარემოს დაუბრუნდება

"აუცილებელია მოლაპარაკებები და მხარეთა შორის თუნდაც იმის აღქმა და გაგება,  რის საშუალებას გვაძლევს კონსტიტუცია და რის არა. თავისთავად დიალოგისა და სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობისთვის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნის ფაქტი არის უკვე დადებითი და დამაიმედებელი და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის იმედის გამოთქმის საშუალებას, რომ მალე ქუჩის პროტესტი  ისევ საპარლამენტო და საქმიან გარემოს დაუბრუნდება," - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსის მედიატორობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 2 შეხვედრა გაიმართა. ხელშესახები შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, თუმცა როგორც მხარეები აცხადებენ, პოზიციების დასაახლოებლად მუშაობა მიმდინარეობს.

დღის ამბები