მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონალური მმართველობის სამსახურის ხელმძღვანელის სოზარ სუბარის თქმით, დღევანდელი დღე ქართველი ხალხის ნების და არჩევანის გამოხატულება იყო.
"დღევანდელი დღე იყო ნათელი გამოხატულება ქართველი ხალხის ნების, ქართველი ხალხის არჩევანის, რაც ნიშნავს ევროპულ სივრცეში ჩვენს ინტეგრაციას, ნათელი გამოხატულება, რომ ჩვენ თავი მიგვაჩნია ევროპული ოჯახის წევრებად, ეს ჩანს ჩვენს კულტურაში, ჩვენს ისტორიაში," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
"ქართულმა ოცნებამ" დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიება "საქართველოს გზა ევროპისკენ" გამართა, რომელიც საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას მიეძღვნა.