18 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
ევროპასთან სიახლოვე იქნებოდა გამართული სასამართლო, საარჩევნო სისტემა, ელემენტარული კეთილდღეობის პირობები - ფიქრია ჩიხრაძე 

დღეს თბილისის ცენტრში გამართულ ღონისძიებას, რომელიც ხელისუფლების თქმით, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას და საქართველოს ევროპულ გზას მიეძღვნა, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე გამოეხმაურა.

ჩიხრაძის თქმით, ევროპასთან სიახლოვე ელემენტარულ კეთილდღეობაში,  სასამართლო და საარჩევნო სისტემაში უნდა იგრძნობოდეს.

"ევროპასთან უფრო ახლოს მისულად ვიგრძნობდით თავს თუ ჩვენ გვექნებოდა გამართული სასამართლო სისტემა, რომელიც არ გვაქვს, უფრო ახლოს ვიქნებოდით თუ გვექნებოდა გამართული საარჩევნო სისტემა რომელიც ასევე არ გვაქვს, ევროპასთან სიახლოვე იქნებოდა, თუ ჩვენ გვექნებოდა ელემენტარული კეთილდღეობის პირობები," - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

დღის ამბები