18 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
ვოლსკის შეფასებით ე.წ. გერმანული მოდელი კონსიტიტუციასთან ახლოსაა, თუმცა უსამართლოა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემა კონსტიტუციასთან ახლოსაა, თუმცა მსგავსი წესით ჩატარებული არჩევნების შედეგები უსამართლოა.

ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრებს აზრი ყოველთვის აქვს.

"შემოთავაზებული სისტემის შესახებ, მგონი,  ჩვენს ოპონენტებსაც არ აქვთ ამაზე განსხვავებული პოზიცია, რომ რეალურად, კონსტიტუციასთან ახლოსაა.

ვერ შევთანხმდებით ისეთ ფორმულირებაზე, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს დაუპირისპირდება. გარდა ამისა, ქვეყნის სტაბილურობა სამართლიანობაზე არის დამყარებული. ვერანაირ კომპრომისს ხალხის ხარჯზე ვერ დავუშვებთ. თუმცა, შეხვედრებს ყოველთვის აქვს გარკვეული აზრი," - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები