თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვაშინგტონს აფრთხილებს. თურქეთის პრეზიდენტი ინჯირ-ლიკსა და კიურე-ჯიკში განთავსებული, ორი ამერიკული სამხედრო ბაზის დახურვით იმუქრება.
ერდორანმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ შტატები ანკარისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს, მიზეზიც თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემების შეძენაა.
თურქეთის ლიდერის მუქარა შეერთებული შტატების სენატის მიერ სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუციის მიღებასაც უკავშირდება. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შტატების ნაბიჯები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას აზიანებს და სანქციების დაწესების შემთხვევაში ის ორ ამერიკულ ბაზას დახურავს.