18 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
ვიდრე კუხიანიძე თანამდებობას იკავებს, ნიშნავს, რომ "ოცნება" მის პოზიციას იზიარებს - კანდელაკი

"ევროპული საქართველო" საკრებულოს წევრს "ქართული ოცნებიდან" ერეკლე კუხიანეს მანდატის დატოვებისკენ მუწოდებს. განცხადება პარტიის სახელით გიორგი კანდელაკმა გააკეთა.

კანდელაკის თქმით, სოციალურ ქსელში ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიუღებელია და ამაზე პასუხისმგბელობა მმართველმა გუნდმა უნდა აიღოს.

"მსურს მივმართო "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას, შეიძლება კი ადამიანი, რომელიც აგინებს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, ადამიანი, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილის გმირულ საქციელს უწოდებს მყრალ პროვოკაციას, იკავებდეს ასეთ მაღალ თანამდებობას, კომისიის თავმჯდომარეობას?! ვიდრე კუხიანიძე იკავებს პოსტს, "ქართული ოცნება" იზიარებს მის პოზიციას," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები