18 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრები გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებენ

"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, აქტივისტებმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან მიიღეს პირობა, რომ ხვალ, საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ელისაშვილის განცხადებით, თუ "ქართული ოცნება" კუხიანიძეს არ  თანამდებობიდან გაათავისუფლებს, აქციები საკრებულოსთან სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.

"მივიღეთ პირობა, რომ ხვალ "ქართული ოცნების" შემადგენლობა საკრებულოში ამ ნაგავ კუხიანიძესთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, რომ მისთვის მიუღებელია კუხიანიძის პოზიცია და ასევე თქვა, რომ "ქართულ ოცნებაში" ყველასთვის მიუღებელია კუხიანიძის განცხადებები. ჩვენ დაველოდებით ხვალამდე, რას აპირებენ. თუ ისევ დარჩება თბილისის საკრებულოში,  ისევ მოვალთ. ნაგავი უნდა წავიდეს და მოშორდეს საკრებულოს," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ხმაური და პოლიციასთან დაპირისპირება იყო დღეს თბილისის საკრებულოსთან. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები ერთადერთი მოთხოვნით შეიკრიბნენ - ისინი მოითხოვენ ერეკლე კუხიანიძემ საკრებულოს დეპუტატის მანდატი დატოვოს.

ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმზე ვაჟა გაფრინდაშვილზე შეურაცხმყოფელი განცხადებები გამოაქვეყნა. 

დღის ამბები