18 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც შესაძლოა არსებობდეს - გიორგი კახიანი პარლამენტში მომხდარ "სუნის ინციდენტზე"

პოლიციის მთავარ სამმართველოში დეპუტატების გამოკითხვა პარლამენტში მომხდარი "სუნის" ინციდენტთან დაკავშირებით ამ დრომდე გრძელდება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი მომხდარს პოლიტიკურად სამარცხვინოს უწოდებს. გიორგი კახიანი არ გამორიცხავს, რომ "სუნის ინციდენტის" საქმეზე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც გამოიკვეთოს. 

"არა მხოლოდ პოლიტიკურად სამარცხვინო იყო ეს, რაც მოხდა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც შესაძლოა არსებობდეს ყველაფერ ამაში. ფაქტი არის, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინო და სისხლის სამართლებრივად თუ შევხედავთ ყველაფერს, რომ კონკრეტული პარლამენტის წევრები არ გაუფრთხილდნენ სხვების ჯანმრთელობასაც. მათ ისეთი ქმედება ჩაიდინეს, რამაც, როგორც ნახეთ, რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობას მიაყენა ზიანი," - აცხადებს გიორგი კახიანი.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი კი მიიჩნევს, რომ სასურველია, გამოძიებას პროცესის დასრულებამდე დაველოდოთ.

"ზუსტად მათი შემოსვლის და გასვლის შემდეგ დიდი დრო არ გასულა, რაღაც წამების მეასედები იყო, როცა გაჩნდა უცებ მძაფრი სუნი შენობაში და დანარჩენი გამოძიებას მივანდოთ," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო. უმრავლესობის დეპუტატები მომხდარში ოპოზიციის დეპუტატებს ადანაშაულებენ, მათი თქმით, გაურკვეველი სითხე დარბაზში სწორედ მათ დაასხეს. 

დღის ამბები