18 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებას პოლიტიკურ მოტივს არ უკავშირებს

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებას პოლიტიკურ მოტივს არ უკავშირებს. თალაკვაძე ამბობს, რომ თუკი ვინმეს მიმართ კითხვები არსებობს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, პასუხი ყველამ უნდა გასცეს. 

“არავითარ პოლიტიკურ მოტივაციას ამას არ დავუკავშირებდი, იმიტომ რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება რომ ყოფილიყო აქ, რა თქმა უნდა, როგორც წინა ხელისუფლება აკეთებდა ამას, აქამდე ამ 7-8 წლის განმავლობაში ცუდი ხელისუფლება აუცილებლად გააკეთებდა ასეთ რამეს. ყველამ, მათ შორის პარლამენტის წევრებმაც, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებმა, უპასუხონ კითხვებს, თუ ასეთი კითხვები მათ მიმართ არსებობს.“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი  გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ბოკერიამ  პროკურატურაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა და მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები