18 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
მინისტრის საათის ფარგლებში დეპუტატები მიმდინარე კვირას 3 მინისტრს მოუსმენენ

მიმდინარე კვირას პარლამენტში ჯანდაცვის, ეკონომიკისა და განათლების მინისტრებს მოუსმენენ.

საკანონმდებლო ორგანოში ეკატერინე ტიკარაძეს, ნათია თურნავასა და მიხეილ ჩხენკელს დეპუტატები კითხვებს მინისტრის საათის ფარგლებში დაუსვამენ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის თქმით,  მინისტრებთან ბევრი შეკითხვა აქვს, როგორც ჯანდაცვის ასევე ეკონომიკური მიმართულებით.

"გარკვეული კითხვები გვაქვს, როგორც ჯანდაცვის მიმართულებით ასევე გვაინტერესებს გამოწვევები როგორ აქვს დანახული სამინისტროს, მაინტერესებს ეკონომიკური მაჩვენებლები და პროგნოზები, როგორ ხედავს ამ ყველაფერს ეკონომიკის მინისტრი,"  - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ შეხვედრის ფორმატი საინტერესო იქნება.

 

დღის ამბები