პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის, წერილს ეხმაურება.
გია ვოლსკი ამერიკელი კონგრესმენების მოსაზრებით და შეფასებით გაკვირვებულია. ვოლსკის მოსაზრებით, საჭიროა არა მარტო წერილობითი პასუხის გაცემა აღნიშნულ შეფასებებზე, არამედ დეტალური მასალის მიწოდებაც.
"ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ობიექტურად და საკმაოდ პოზიტიურად შეფასდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სასამართლო რეფორმა, რაზედაც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა.
საკმაოდ გაკვირვებული ვარ იმ შეფასებით და ინფორმაციით, რაც ჩვენს მეგობარ კონგრესმენებს გააჩნიათ თუნდაც 20 ივნისთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, საჭიროა დეტალური პასუხის გაცემა და არა მარტო წერილობითი პასუხი, არამედ დეტალური ფაქტობრივი მასალის მიწოდება, რასაც ალბათ ჩვენი კოლეგები, პარლამენტის წევრები შეძლებენ ვაშინგტონში ყოფნის პერიოდში," - განაცხადა გია ვოლსკიმ.