"მე, როგორც მთავრობის წევრი ვატარებ იმ პასუხისმგებლობას, რაც როგორც მინისტრს, როგორც საქართველოს მოქალაქეს მეკისრება," - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს ტრენინგ-ცენტრში მიმდინარე შეხვედრაზე გააკეთა.
ჯანდაცვის მინისტრმა საუბარი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ჩაერთვება ყველა იმ პროცესის გარკვევაში, თუ რამ მიიყვანა მოზარდი თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე.
"ეს არის საზოგადოების ტრაგედია და მე, როგორც მთავრობის წევრი ვატარებ იმ პასუხისმგებლობას, რაც როგორც მინისტრს, საქართველოს მოქალაქეს და როგორც მოზარდის დედას მეკისრება. აუცილებლად ვიქნები ჩართული ყველა იმ პროცესის გარკვევაში, რამაც მოზარდი მიიყვანა ამ მდგომარეობამდე და აიძულა გადაედგა ეს ტრაგიკული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან," - აღნიშნა მინისტრმა.
შეხვედრაზე მთავრობის 520-ე დადგენილების შესახებ მსჯელობენ, რაც კლინიკებისთვის კარდიოქირურგიული ოპერაციებისთვის დაფინანსების გათანაბრებას გულისხმობს.