15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რომელიც ოჯახის ინტერესების დამცველია, საგანგებო განცხადება გაკეთდა.
საიას ხელმძღვანელის სულხან სალაძის თქმით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოჩნდა, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას საგამოძიებო ორგანოს კიდევ მინიმუმ 3 თანამშრომელი ახორციელებდა:
"გამოკითხულია მოწმეები, დაკავებულია ერთი გამომძიებელი, საქმის მასალების გაცნობის შედეგად, მიგვაჩნია, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას კიდევ მინიმუმ 3 თანამშრომელი ახორციელებდა, რომელთა ვინაობაც დადგენილი არაა. არასრულწლოვანი მშობლის გარეშე რამდენჯერმე დარჩა, ბავშვს ცალკე ესაუბრებოდა განყოფილების მოადგილე. შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი უარყოფდა ბავშვის განცალკევებით გამოკითხვის და მასზე ზეწოლის ფაქტს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრს და მის მოადგილეს ნინო ცაციაშვილს. საია მოითხოვს, რომ მათ დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობები.
საია მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორს, ჩატარდეს იმ პოლიციელების ვინაობის დასადგენად, რომლებიც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ ლუკა სირაძეზე,"- განაცხადა სულხან სალაძემ.