საქართველოს საპატრიარქო არ გამორიცხავს, რომ ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა.
როგორც მამა ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ ის განზრახ გადმოხტა.
"15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება. პატრიარქმა მისცა კურთხევა.
გუშინ მოძღვარმა შვიდგზის ზეთისცხების მსახურება შეასრულა საავადმყოფოში ლუკასთვის, შესაბამისად მას შენდობის ლოცვაც წაუკითხა მან.
ესეც რომ არა, დღეს მის დედასა და ძმასთან საუბრიდან გამოჩნდა, რომ დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ მან თავი გადმოიგდო. არსებობს მოსაზრება და გამორიცხული არ არის, რომ ლუკა შემთხვევით ჩამოვარდნილიყო," - წერს ანდრია ჯაღმაიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.