18 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
ტრამპი იმპიჩმენტს დემოკრატების "პოლიტიკურ თვითმკვლელობად" აფასებს

"ეს არის უკანონო და პოლიტიკურად ანგაჟირებული იმპიჩმენტი," - ამ სიტყვებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარმომადგენელთა პალატის მიერ მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას გამოეხმაურა.

დონალდ ტრამპი ბრალდებებს უარყოფს და იმპიჩმენტზე გამართულ კენჭისყრას  დემოკრატების "პოლიტიკურ თვითმკვლელობად" აფასებს.

"თითქმის 200. არცერთი რესპუბლიკელის ხმა არ დაგვიკარგავს, სამმა დემოკრატმა კი ჩვენს სასარგებლოდ მისცა ხმა. "რესპუბლიკური პარტია" არასოდეს ყოფილა ასეთი შეურაცხყოფილი, თუმცა ერთიანი, როგორიც ახლაა. დემოკრატები ამ გზით ამერიკელი ამომრჩევლებისადმი თავიანთ სიძულვილს გამოხატავენ.

ეს არის უკანონო და პოლიტიკურად ანგაჟირებული იმპიჩმენტი, რომელიც დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური თვითმკვლელობაა. გინახავთ ჩემი რეიტინგები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში? ეს ხომ სიგიჟეა," - აღნიშნა ტრამპმა.    

დღის ამბები