18 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
ყველამ გაიგო და დაინახა, რომ ილუზიები რუსეთის გამოსწორებაზე, რუსეთის ცივილიზებულ ქცევაზე არის ფუჭი - გრიგოლ ვაშაძე

ყველამ გაიგო და დაინახა, რომ ილუზიები რუსეთის გამოსწორებაზე, რუსეთის ცივილიზებულ ქცევაზე არის ფუჭი. ეს განცხადება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გააკეთა. გრიგოლ ვაშაძე შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეხმაურება.

“ის, რასაც რუსეთი აკეთებს საქართველოსთან, უკრაინასთან, სირიასთან, ლიბიასთან მიმართებაში - ეს არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს დემოკრატიულ სამყაროს და დემოკრატიული სამყაროს წამყვან ძალას, შეერთებულ შტატებს. ყველამ გაიგო და დაინახა, რომ ილუზიები რუსეთის გამოსწორებაზე, რუსეთის ცივილიზებულ ქცევაზე არის ფუჭი. ეს არის იმპერიალისტური ქვეყანა, რომელიც არ დაეძებს არავის არც სუვერენიტეტს, არც ტერიტორიულ მთლიანობას, არც დამოუკიდებლობას და არასოდეს არც ერთ მეზობელთან, შორეულთან თუ გარეულთან, არ იქნება ნორმალურ ურთიერთობაში,“ - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე. 

"ჯოჯოხეთური სანქციების" სახელით ცნობილ დოკუმენტში საქართველოს ოკუპაციაზეც არის საუბარი. 

"შტატების პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას, დაასრულოს აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის მხარდაჭერა, შეწყვიტოს ოკუპაცია და რუსეთიდან მართული ძალების მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაში," - ნათქვამია სენატის კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები