18 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
"პირველად, სიტყვა ოკუპაცია საკანონმდებლო დონეზე 2017 წელს გაჟღერდა აშშ-ის კონგრესში" - დავით ბაქრაძე

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, დავით ბაქრაძე აფასებს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დონზე, კონკრეტულად კი შეერთებული შტატების კონგრესში "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში გააქტიურდა.

"პირველად, სიტყვა ოკუპაცია საკანონმდებლო დონეზე 2017 წელს გაჟღერდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში. არა 2009 წელს, 2010 წელს ან 2011 წელს და ა.შ. ასე, რომ ჩვენ აქტუალიზაცია ამ საკითხის, რასაკვირველია ვგრძნობთ, რომ დღეს არ არის დოკუმენტი, რომელიც შეეხება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, გამოწვევებს და სადაც საქართველოს არ უჭირავს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი როგორც ამ გამოწვევების წინა პლანზე მდგომ სახელმწიფოს," - აცხადებს დავით ბაქრაძე. 

დღის ამბები