უმრავლესობის სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აირჩიეს.
ფრაქციის თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი იქნება.
რატი იონათამიშვილმა მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლა. ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა.