რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობაზე ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
გროზნოდან მოსკოვში ჩასულმა ჟურნალისტმა შეკითხვა იმ ახალი გზის მშენებლობაზე დასვა, რომელიც ჩეჩნეთს საქართველოსთან დააკავშირებს.
ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა სურს, და ამ გზას ეკონომიკური დატვირთვა აქვს.
პუტინი მიიჩნევს, რომ გზა საჭიროა, თუმცა მისი მშენებლობის პრაქტიკული გეგმა ჯერ არ განიხილება.
"საქართველოსთან მიმოსვლის პრობლემები ნამდვილად არსებობს, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც დიდთოვლობაა.
ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, ახალი გზა კარგი იდეაა, მაგრამ ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ გეგმებში ის ჯერ არ შედის.
გავიმეორებ, რომ იდეა ცნობილია, რეალიზებადია, მისი რეალიზება მიზანშეწონილია," - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.