18 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
ამბასადორიალი, განათლების სამინისტრო და პოლიციის განყოფილება - დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება

 

ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმე ერთ-ერთი იყო იმ საკითხთაგან, რომელზე სასაუბროდაც  საზოგადოებრივი მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა ამბასადორიალის ფარგლებში შეკრებილ ელჩებთან შეხვედრა მოითხოვეს. მათ ცერემონიალების სასახლესთან აქცია გამართეს. სამოქალაქო აქტივისტებთან შესახვედრად არავინ გამოსულა, ერთადერთი ელჩი ვისთანაც აქციის მონაწილეებმა გასაუბრება სცადეს დავით ბაქრაძე იყო, რომელმაც აქტივისტების შეკითხვებს არ უპასუხა.

ხმაური იყო დღეს პოლიციის იმ განყოფილებასთან, სადაც 15 წლის მოზარდი გამოიკითხა. არასამთავრობო ორგანიზაცია "აპრიორის" წევრებს სამართალდამცავები შენობაზე საპროტესტო სტიკერების გაკვრის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

აქცია პერფორმანსი გაიმართა განათლების სამინისტროსთან. ანა დოლიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი იურისტები და "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" უწყებასთან შეიკრიბნენ და იაკობ გოგებაშვილის ბიუსტს სიმბოლურად შავი ლენტი შემოახვიეს. აქციის მონაწილეებმა კონკრეტული მოთხოვნებიც დააყენეს.

დღის ბოლოს სოლიდარობის აქციებს "თავისუფალი ზონის" წევრები შუერთდნენ. მათი თქმით, აქციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავენ.

 

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები