18 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
დიალოგის საუკეთესო შედეგი იქნება, საქართველო სწორ ტრაექტორიაზე, რომ დადგეს მომდევნო არჩევნებისთვის  - კარლ ჰარცელი

მთავარ პოლიტიკურ საკითხებზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები უკვე მომავალი წლიდან განახლდება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი თვლის, რომ დიალოგის რეჟიმმა დადებითი შედეგები გამოიღო. მისი თქმით, დისკუსიები კიდევ გაგრძელდება, ხოლო ეს ფორმატი საუკეთესო საშუალებაა, რომ მხარეებმა სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობა შეძლონ.

"დიალოგის მომდევნო რაუნდი შედგა, რეალურად ყველა მხარეს სურს ამ დიალოგის გაგრძელება რაც უკვე კარგია. წინა რაუნდებზე სხვადასხვა შეთავაზებები მოვისმინეთ და სასარგებლო დისკუსიები გვქონდა. ვიმსჯელეთ ოდირის რეკომენდაციებზე, რომელიც ვალიდური და მნიშვნელოვანია, პროცესი მომდევნო წლის დასაწყისშიც გაგრძელდება. ეს ფორმატი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობისთვის. დიალოგის საუკეთესო შედეგი იქნება საქართველო, სწორ ტრაექტორიაზე, რომ დადგეს მომდევნო არჩევნებისთვის," - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები