ხელისუფლების მიერ, ოპოზიციისათვის შემოთავაზებულ ახალ მოდელს კრიტიკა მოჰყვა.
100/50 - მანდატების გადანაწილების ახალი მოდელი ოპოზიციისთვის მიუღებელია.
"ხელისუფლება წნეხის ქვეშ არის და ეს ასეც უნდა იყოს. ის ფაქტი, რომ თვითონ ამ წინადადებით მოვიდნენ, აღსანიშნავი ამბავია, უბრალოდ შინაარსი არასერიოზულია, რადგან თამაშის წესს არ ცვლის. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს საზოგადოებას უნდა, რომ არამარტო ეს სამარცხვინო ხელისუფლება, არამედ არცერთი მმართველი პარტია აღარ იყოს უკონტროლო.
პროპორციული არჩევენები კი არის საშუალება, იმ რისკის შემცირებისა, რომ მივიღოთ სუპერ უმრავლესობები, სადაც ნებისმიერ ხელისუფლებას ექნება განცდა, რომ ის უკონტროლოა," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.