18 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
"შეგიძლიათ ჩაიდინოთ დანაშაული, თუ ჩვენს ინტერესში იქნება, ეს არის გახარიას სტანდარტი - "ლელო" ჩოლოიანის საქმეზე

ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ დაკავებული გამომძიებელი მორიგ სკანდალში ეხვევა. "ლელო" ვიდეო მასალას აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობს გამო ბრალი საავადმყოფოში წაუყენეს და სასამართლოც სამედიცინო დაწესებულებაში გაიმართა, თავისუფლად გადაადგილდება საავადმყოფოს პარკინგზე. როგორც მოძრაობაში აცხადებენ, ამ მტკიცებულებით დასტურდება ფაქტი, რომ ხელისუფლება ცდილობს გამომძიებელს ხელი დააფაროს.  

"ეს არის გზავნილი სამართალდამცავი სისტემის მხრიდან, რომ თქვენ თამამად შეგიძლიათ ჩაიდონოთ დანაშაული, თუ ჩვენს ინტერესში იქნება, ჩვენ აუცილებლად დაგიცავთ. ეს არის გიორგი გახარიას მიერ დაწესებული სტანდარტი, რომელიც მისივე სისტემაში ჩადენილ დანაშაულს თავისივე ხელით იძიებდა. ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ეს არ არის გამონაკლისი, ჩვენი ხელისუფლების შემთხვევაში გახდა წესი,"- განაცხადა "ლელოს" წარმომადგენელმა საბა ბუაძემ.

დღის ამბები