18 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში უსამართლო თამაშის კიდევ ერთი ცუდი ნიშანი - კარპენტერი "ტროლების" სკანდალზე

საქართველოში სამთავრობო ხასიათის ტროლების სკანდალს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა:

"პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში უსამართლო თამაშის კიდევ ერთი ცუდი ნიშანი"- ასე გამოეხმაურა ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი ფეისბუქის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდის გაუქმებას.

მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა თავდაცვის საკითხებში "საშინელებაა, თუ სიმართლეა - ფეისბუქმა ანტიამერიკული და პრორუსული სოციალური მედიის პოსტები საქართველოს მმართველ პარტიასთან ასოცირებულ კომპანიასთან დააკავშირა. იმედი მაქვს, რომ ეს მალე გაირკვევა"- დაწერა მაიკლ კარპენტერმა ტვიტერში.

დღის ამბები