18 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
"ქართული ოცნება" არის ყანდიაშვილ-რამიშვილის იმედად მყოფი ხელისუფლება - გიორგი ბოტკოველი

პოლიტიკური ბრძოლა სოციალური ქსელით და საერთაშორისო სკანდალი, რომელშიც საქართველო გაეხვა.

"ფეისბუქის" მიერ ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდების გაუქმება უკვე მეორე დღეა, ურთიერთბრალდებების მიზეზია.

მიუხედავად იმისა, რომ "ფეისბუქის" ადმინისტრაცია საეჭვო გვერდებთან კავშირში ხელისუფლების კვალს ხედავს, "ქართული ოცნების" მთავრობა ისევ ოპოზიციისკენ იშვერს ხელს და აცხადებს, რომ გაუქმებული ანგარიშებისა და გვერდების დახმარებით ნეგატიურ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებდა. 

"ქართული ოცნება" არა ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული, არამედ სიცრუის ტირაჟირებაზე ორიენტირებული, ყანდიაშვილ-რამიშვილის იმედად მყოფი ხელისუფლებაა.

რაც შეეხება "ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებს - სხვა გზა არ დარჩენიათ. ნებისმიერ განცხადებაზე, თუნდაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მასშიც ჩვენ გვადანაშაულებენ, თითქოს ჩვენ ვაწვდით ცრუ ინფორმაციას, მაგრამ მათ ჰყავთ საკუთარი წარმომადგენლები საქართველში და ძალიან კარგად ხედავენ, ქვეყანაში რა ხდება," -  აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი.

"ბევრი ამას აღიქვამდა, როგორც ერთგვარ ვარაუდს, მაგარამ ახლა ეს აღიარებულია "ფეისბუქის" ადმინისტრაციის მიერ. მან დაინახა კავშირი ხელისუფლებასთან, ხელისუფლების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ და ამავე დროს, ხელისუფლების მიერ, ანტიამერიკული გზავნილების წახალისება,"-აცხადებს "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის”თავმჯდომარე, გია ნოდია.

"ყველა კონკრეტული სუბიექტი, საიტი თუ ტროლი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პირდაპირ უკავშირდება სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მანქანას. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო რესურსით ხორციელდება ამ ტიპის კამპანიის უზრუნველყოფა, რომელიც დაუშვებელია თავისუფალ საზოგადეობაში,"- აცხადებს პოლიტიკურ ფონდ ”ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორი, ნინო კალანდაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები