"ეს არის პატარა ნაბიჯი სწორი მიმართულებით" - Facebook-ის მიერ ყალბი ანგარიშების გაუქმებას "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი ეხმაურება.
"დეზინფორმაციასთან ბრძოლა ნელი პროცესია, განსაკუთრებით, როდესაც რეაგირებას "ფეისბუქი" ახდენს. 2020 წლის არჩევნების წინ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს,"- წერს ტორტონი სოციალურ ქსელში.