18 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
ძალიან მალე ვნახავთ, ვინ წავა ამ ქვეყნიდან და ვინ დაბრუნდება - ზაალ უდუმაშვილი

"გამარჯვება აუცილებლად იქნება და ძალიან მალე ვნახავთ, ვინ წავა ამ ქვეყნიდან და ვინ დაბრუნდება საქართველოში," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა "კურიერთან" საუბრისას ბათუმში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

"მთავარი გზავნილი არის იგივე, რაც იყო თბილისიდან და ქუთაისიდან და რაც იქნება საქართველოს ყველა კუთხიდან. დააბრუნეთ მოპარული არჩევნები, დააბრუნოს ივანიშვილმა, ის რაც წაართვა ხალხს. 

ჩვენ, სამწუხაროდ, მეტი სივრცე არ დაგვიტოვა ივანიშვილმა, რომ გამოვიდეთ და ქუჩიდან მოვითხოვოთ მოპარული არჩევნების დაბრუნება. ჩვენი ბრძოლით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სართაშორისო მეგობრების ზეწოლით, რომელიც ბოლო დღეებში უპრეცენდენტოთ ხორციელდება ივანიშვილზე, აუცილებლად შევძლებთ, მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე. 

ივანიშვილი კი დაგვპირდა, რომ მთელი საქართველო უნდა გაისტუმროს ამ ქვეყნიდან და მარტო თვითონ და მისი ოჯახი უნდა დარჩეს, მაგრამ ძალიან მალე ვნახავთ, ვინ წავა ამ ქვეყნიდან და ვინ დაბრუნდება ამ ქვეყანაში,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

დღის ამბები