ბათუმში, ვარდების სკვერში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია 2 საათს გაგრძელდა.
უცვლელი გეგმებითა და მოთხოვნებით სხვადასხვა ქალაქში ხელისუფლების წინააღმდეგ შეკრება იანვრიდან ისევ გაგრძელდება.
ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად არ აპირებს, უარი თქვას სახელმწიფო უწყებების პიკეტზე, ვიდრე დემოკრატიული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა პროპორციული სისტემით არ მოხდება.
"ჩვენ გვაქვს მოთმინებაც, რესურსების გამოზოგვაც ვიცით, რომ ერთი და ორი დღე ამას არ დასჭირდება, სანამ ასე უტიფრად იქცევა ეს სამარცხვინო ლიდერი. თუ უნდა რომ დაელოდოს ამ პროტესტის ლოგიკურ შედეგს, დაელოდოს, მისთვის იქნება ეს მტკივნეული. ან - გონს მოეგება ივანიშვილი და უკან წაიღებს შეურაცხყოფას რაც ჩვენ მოგვაყენა და მერე დამარცხდება, მშვიდობიან პროპორციულ არჩევნებში,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
"პროტესტი კიდევ უფრო მწვავე გახდება, დედაქალაქის გარდა მოვიცავთ საქართველოს ყველა რეგიონს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი პროტესტით უნდა ვაიძულოთ ივანიშვილი, შეცვალოს გადაწყვეტილება და დაუბრუნოს ხალხს წართმეული არჩევნები. ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი.
"მთავარია სამშობლოს სიყვარული. მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვერცერთ შემთხვევაში უკან ვერ დავიხევთ. იანვრიდან იქნება უფრო ფართომასშტაბიანი წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც ეროვნულ მოძრაობაში გადავა და მოედება ყველა ქალაქსა და სოფელს,"-განაცხადა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ.
"სანამ საქართველში არჩევნები სამართლიანი წესით არ ჩატარდება, სანამ სამართლიანი თამაშის წესები დადგენილი არ იქნება, რაც ჩვენი თვალსაზრით, არის პროპორციული საარჩევნო სისტემა, მანამდე წინააღმდეგობის მოძრაობა არ შეწყდება,"-განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ალექსანდრე ბარამიძემ.
ბათუმში შეკრების მონაწილეები დაიშალნენ ისე, რომ აქციის მიმდინარეობის დროს ადგილზე არანაირი ინცინდენტი მომხდარა.
ორგანიზატორები იწრმუნებიან რომ პროტესტი კიდევ უფრო მწვავე გახდება.