თბილისის მერი ამბობს, რომ პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენა მისასალმებელია. კახა კალაძეს დღეს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" დაფუძნების შეფასება სთხოვეს.
"მივესალმები ახალ და არა ერთსა და იმავე სახეებს, ვისაც ხალხი 20-25 წლის განმავლობაში ვხედავთ და ბოროტებისა და ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ - როგორც ინდივიდუალურად, ასევე კონკრეტული პარტიების სახელით. შესაბამისად, ახალი პარტიების შექმნას ქვეყანაში, ახალი სახეების აღმოჩენას მხოლოდ დადებითად შევაფასებდი," - განაცხადა კალაძემ.
პოლიტიკური პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა, პარტიის გენერალური მდივანი კი - ბადრი ჯაფარიძე.