"ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი "ტროლების" სკანდალს ეხმაურება.
დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული საქმე შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გამოიძიონ, თუმცა არა პროკურატურამ და სასამართლომ, რომლებიც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს "ჯიბეში უზის".
"გამოძიების საკითხია, როგორ ხდებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება სიტყვით ასხივებდა და ამბობდა, რომ არის პროდასავლური კურსის და საქმით ძირს უთხრიდა დასავლეთს.
ეს აუცილებლად უნდა გამოიძიონ შესაბამისმა სტრუქტურებმა, მაგრამ არა იმ პროკურატურამ და არა იმ სასამართლომ, რომელიც ჯიბეში უზის ბიძინა ივანიშვილს," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.