პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია აშშ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აშშ საქართველოს მოუწოდებს გააძლიეროს თავისი ერთგულება დემოკრატიის პრინციპების მიმართ.
ეკა ბესელია შტატების განცხადებაში ორ მთავარ თემას გამოყოფს, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკურ გავლენებს და პროკურატურის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებას ეხება.
ეკა ბესელიას შეფასებით, აშშ-ის მორიგი განცხადება საქართველოს ხელისუფლებისადმი, საკმაოდ მწვავეა.
"სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში ცვლილებები მომზადებულია მომზადებულია ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში, არის ორი მთავარი რამ: ერთი სასამართლო ხელისუფლება, რომლის პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ანგარიშში და პოლიტიკური გავლენებისაგან გათავისუფლება პროკურატურის, რომელიც არის სისხლის სამართლის დევნის ორგანო. რეალურად რომ შევხედოთ, ძალიან მწვავე ძალიან მწვავე შეფასებაა," - განაცხადა ეკა ბესელიამ.