ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს პროკურატურასთან მიმართებაში გაკეთებულ მკაცრ აქცენტზე საუბრობს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" სპიკერი.
ანა ნაცვლიშვილი აშშ-ის მიმართვას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მისივე შეფასებით, დღევანდელ პროკურატურას თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალის მიმართ პოლიტიკური დევნა აქვს დაწყებული.
"ლელოს" სპიკერის განცხადებით, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში არ დარჩა თითქმის არც ერთი მედიასაშუალება, რომლებსაც პროკურატურა სისხლის სამართლის საქმით არ ედავება.
"ამ განცხადებაში არის უჩვეულოდ მკაფიო და მკაცრი აქცენტი პროკურატურასთან მიმართებაში. რატომ? იმიტომ, რომ დღეს პროკურატურას დევნა აქვს დაწყებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალის მინიმუმ ერთი ლიდერის მიმართ მაინც.
ასევე კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება თითქმის არ დარჩა ქვეყანაში, რომლის ან დამფუძნებელს ან ხელმძღვანელს რაიმე სისხლის სამართლებრივი საქმით არ ედავებოდნენ," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.