"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის განცხადებას სერიოზულ გზავნილად მიიჩნევს.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა, თუ რამდენად გაითვალისწინებენ სტრატეგიული პარტნიორის რეკომენდაციებს, რადგანაც აღნიშნული განცხადება, მისი თქმით, ხელისუფლებისათვის ანთებული წითელი შუქია.
"ეს არის რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული გზავნილი სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. მე ვთქვი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის კონგრესმენების სენატის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებები არის უკვე წითელი შუქი ხელისუფლებისადმი ჩართული, წამზომი ჩართულია.
თუ ხელისუფლება ამას ვერ გაიგებს და არჩევნებამდე ამ გზით მივა და არჩევნებზე ამას ყველაფერს არ გაითვალისწინებს, წამზომზე მიმაგრებული დეტონატორი აუცილებლად აფეთქდება," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.