ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საქართველოს პროკურატურის დეპოლიტიზებაზეა საუბარი, მთავრობის წევრები აფასებენ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცახადება საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერაა.
"ეს არის ცალსახა გამოხატულება მხარდაჭერის, ძალიან მკაფიოდ არის აღნიშნული რომ საქართველო არის და რჩება ერთერთ ყველაზე პროამერიკულად განწყობილ ქვეყნად და სტრატეგიულ პარტნიორად რეგიონში.
აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს ჩვენს პოლიტიკას და რეფორმებს, რომელიც ტარდება საქართველოში, მათ შორის - ცალსახად არის აღნიშნული, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს შეერთებული შტატებიდან სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან მიმართებში,"- აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა.