კრიტიკა თუ მხარდამჭერა - როგორც წესი, საქართველოში ყველაფრის ინტერპრეტაცია ხდება, გამონაკლისი არც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გახდა.
როგორც ჩანს, ვაშინგტონმა მისი ყოფილი ელჩის ჯონ ბასის გამოცდილება უნდა გაიზიაროს, როდესაც დიპლომატი თავის სიტყვებს თავად ადებდა ქართულ თარგმანს.
ვინ როგორ კითხულობს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას და რა თქვა პრეს-სპიკერმა მორგან ორტაგუსმა რეალურად?
მმართველი პარტია პროგრესსა და შექებაზე აკეთებს აქცენტს, ოპოზიცია კი დიპლომატიური ენის უკან მკაცრ განცხადებას და გაფრთხილებას ხედავს. არადა გამოსავალი მარტივია: ზუსტი თარგმანი.
მაიკ პომპეოს უწყება სტრატეგიული პარტნიორის დემოკრატიის ხარისხს ეხმაურება და ვაშინგტონიდან თბილისში შეტყობინებას გზავნის. მოკლე განცხადება ხანგრძლივი პოლიტიკური მოვლენებითაა ნაკარნახევი, სადაც მეგობარი სახელმწიფო ერთი მხრივ იწონებს სასამართლო რეფორმას, მეორე მხრივ კი მოუწოდებს თბილისს, დემოკრატიის მიმართ ერთგულება გააძლიეროს.
შეფასებითზე მეტად ტექსტის მოწოდებითი ნაწილი გახდა ოპოზიციისთვის ყველაზე უფრო საგულისხმო. რადგან მათი თქმით, ვაშინგტონი წერილებს უბრალოდ არ წერს და ამერიკელებს რეალურად პრობლემებზე მითითება სურდათ. შესაბამისად, ხელისუფლებამ განცხადების არა პირველ, არამედ მეორე წინადადებას უნდა მიაქციოს ყურადღება და აღიაროს, რომ კრიტიკა მწვავეა.
განსხვავებული აქცენტები გაკეთდა ხელისუფლებაში, სადაც იმაზე მიუთითებენ, რომ ამერიკელი პარტნიორებისა და მათი ხედვა რეალურად ემთხვევა და გამოწვევები რომ არსებობს, ისედაც კარგადაა ცნობილი. მუშაობა კი იმაზე მიდის, რომ ტექსტის მოწოდებითი ნაწილი გახდა ოპოზიციისთვის ყველაზე უფრო საგულისხმო. ის რაც ოპოზიციამ კრიტიკად მიიღო, მმართველი გუნდისთვის სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან შექებაა.
სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე "კურიერთან" მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე დღის წინ აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმაც ისაუბრა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საგულისხმოდ მიიჩნიეს არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც, სადაც ნაწილი თვლის,რომ ამაზე მეტს აშშ ვერაფერს იტყოდა და დიპლომატიური ენის მიუხედავად, კრიზისული სფეროები ნათლად გამოჩნდა.
განცხადების ოპონენტების მიერ წაკითხულ ვერსიას სპეკულაცია უწოდეს მმართველ გუნდში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ორნაირად გაგებული განცხადების პარალელურად, ვაშინგტონი აფიქსირებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან მუშაობას განაგრძობს,რათა მისი დემოკრატიული ზრდა უზრუნველყოს.