ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება და სამუშაო საათები გახანგრძლივდება, ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა:
"ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 75 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი საშუალოდ 25-30-წუთიანი შუალედებით იმოძრავებს. თბილისის მეტროპოლიტენის და რიყე-ნარიყალას საბაგიროს სამუშაო საათები იქნება გახანგრძლივებული და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების საშუალება ექნებათ. ამ რეჟიმში მეტროპოლიტენი და ავტობუსები იმუშავებენ 31 დეკემბრის 23:00 საათიდან პირველი იანვრის 4:00 საათის ჩათვლით,"- განაცხადა კალაძემ, მისივე თქმით, იგივე რეჟიმი იქნება 7 იანვარს შობის ღამესაც.