18 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
უფრო ეფექტური ფორმატის წინაპირობები არ არის - ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე

პრეზიდენტის განცხადებას, რომ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველო ტექნიკურ ფორმატებშია გაჩხერილი და შეხვედრები შედეგების გარეშე სრულდება, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი გამოეხმაურა.

როგორც დღეს ვოლსკიმ აღნიშნა, ყველას სურვილია, შედეგები უფრო ეფექტიანი იყოს, თუმცა სხვა ფორმატის წინაპირობები არ არსებობს.

"ჩართულობა, საერთაშორისო ყურადღება, კონცენტრაცია საქართველოზე - ჟენევის ფუნქციაა და ამ ფუნქციას კარგად ასრულებს. მე ადამიანი არ მეგულება, ვისაც ასეთი სურვილი შეიძლება არ ქონდეს, რომ უფრო ეფექტური ფორმატი არსებობდეს, ვიდრე 50 შეხვედრა, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოუტანია, მაგრამ წინაპირობები ამისთვის სამწუხაროდ შექმნილი არაა," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები