18 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, კერძო ტელევიზიები გადასახადების გადამხდელების ხარჯზე არ უნდა ფუნქციონირებდნენ.

კალაძე ფინანსთა სამინისტროს მიერ ტელევიზიებზე ინკასოს დადებას გამოეხმაურა.

"თემას არ ვიცნობ, მაგრამ დავალიანება თუ აქვთ, რა თქმა უნდა გადასახდელია. ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები. ეს არასწორია," - განაცხადა კახა კალაძემ.

ორმაგი სტანდარტი თუ სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლა - ფინანსთა სამინისტროს მიერ ტელევიზიებზე ინკასოს დადებას პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციის განცხადებით, მმართველ გუნდს ტელევიზიებთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტი აქვს და თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლას ახდენენ.

უმრავლესობაში კი ორმაგ სტანდრტს გამორიცხავენ. "რუსთავი 2-ს", "პირველს" და "კავკასიას" ანგარიშებზე ინკასო გუშინ დაედო. ფინანსთა სამინისტრო კომპანიებისგან დავალიანების დაფარვას ითხოვს.

დღის ამბები