18 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
ვაჟა ექიმის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად ძალისხმევა არ გაჩერდება, მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა - გიგაური

"ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე მუშაობა, სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, მიმდინარეობს,"- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განაცხადა.

გიგაურის განმარტებით, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა და მისი გათავისუფლების გაჭიანურება,  ოკუპაციის რეალურ სახეს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაჟა ექიმის გათავისუფლების საქმეში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად ჩართულნი არიან შესაბამისი უწყებები, საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობაც.

"ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა და მისი გათავისუფლების ასეთი გაჭიანურება კიდევ ერთხელ ნათლად და ძალიან კარგად გვიჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაგრძელოთ კვლავ ძალისხმევა და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად ჩართული არიან შესაბამისი უწყებები, საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა და ძალისხმევა არ გაჩერდება მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დროულად დასრულდეს და დაუბრუნდეს ის საკუთარ ოჯახს," – აცხადებს ლია გიგაური.

დღის ამბები