ტელეკომპანიის ხელმძღვანელებთან, რომლებსაც ამ დრომდე ინკასო ადევთ, დღეს ფინანსთა სამინისტროში შეხვედრა შედგება. მოხერხდება თუ არა შეთანხმების მიღწევა, მოგვიანებით გახდება ცნობილი. უწყება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი ორს", ასევე ტელეკომპანია "პირველსა" და "კავკასიას" მიმდინარე დავალიანების დაფარვას სთხოვს.
ტელეკომპანიების, TV პირველის, რუსთავი 2-ის, კავკასიის, ასევე რამდენიმე რეგიონული არხის ანგარიშებზე, საბიუჯეტო დავალიანების გადაუხდელობის გამო, შემოსავლების სამსახურმა საინკასო დავალება წარადგინა. მსგავს ავტომატურ სანქციას საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში არ იყენებდა მსხვილი მაუწყებლების მიმართ.