18 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
ვატიკანის სახელმწიფო მდივანი საქართველოში - პიეტრო პაროლინი საოკუპაციო ხაზთან ჩავა

საქართველოში ვატიკანის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ჩამოვიდა. რომის პაპის შემდეგ პირველი პირი გორის მიტროპოლიტთან და ქეთევან ციხელაშვილთან ერთად საოკუპაციო ხაზს მოინახულებს. ვატიკანის სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და  პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მეორე ნახევარში კათოლიკურ ტაძარში აღავლენს წირვას, საღამოს კი თბილისის საკრებულოს შენობაში ოფიციალურ მიღებას გამართავს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით ვატიკანის სახელმწიფო მდივნის პიეტრო პაროლინი ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, როგორც რელიგიური ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.

"იგეგმება მისი ჩასვლა გუგუთიანთკარში, მოინახულებს ლტოლვილებს, შეხვდება მოსახლეობას, გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობის მხარდამჭერი,"- განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ. მისი თქმით, კარდინალი პიეტრო პაროლინი ხვალ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდება.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები