18 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
გადაადგილების თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს - გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეუთოს გენერალური მდივანი ეხმიანება

ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეხმიანება ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი.

"ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლება მისასალმებელია. თავიდან უნდა ავირიდოთ დამატებითი დაკავებები და ყველა ადამიანისთვის ნებისმიერ დროს გადაადგილების თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს,"- წერს გრემინგერი სოციალურ ქსელში.

გაფრინდაშვილის გათავისუფლებას დადებითად აფასებს ეუთოს თავმჯდომარის უფროსი მრჩეველი სამხრეთ კავკასიის საკითხებში. ტრეი ლიონსი წერს:

"ქართველი ექიმი თავისუფალია, თუმცა გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვები ძალაში რჩება, თანაც იმ ფონზე, როდესაც ახალი წელი ახლოვდება."

დღის ამბები